пятница, 13 ноября 2015 г.

enzimuri epilacia

ენზიმური ეპილაცია

ენზიმური ეპილაციის პროცედურების დროს იყენებენ თერმოთერაპიასა და ენზიმის შემცველ ნივთიერებას, რაც აფერხებს თმების ზრდას. ამ მეთოდს ცვილოვან ეპილაციასთან კომპლექსში მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ენზიმური ეპილაცია თანამედროვე ეპილაციის უახლესი მეთოდია. ენზიმის შემცველი პრეპარატების გამოყენება საშუალებას იძლევა, უმოკლეს ვადაში და თანაც, მტკივნეული  შეგრძნებების გარეშე, სულ რაღაც ერთი სეანსის დროს მოვიცილოთ არასასურველი თმები.
ენზიმური ეპილაციის ჩატარებამდე, ერთი დღით ადრე, აუცილებელია კანის სინჯის აღება. პროცედურის დროს, დასამუშავებელ კანზე უსვამენ ენზიმის შემცველ ნივთიერებას და შემოახვევენ სპეციალურ თერმობანდაჟს. ინფრაწითელი გამოსხივების მეშვეობით, ენზიმური პრეპარატი ღრმად შედის კანში, აღწევს თმის ბოლქვებამდე და ანადგურებს მას. ენზიმური ეპილაციის შემდეგ, ატარებენ ცვილოვან ეპილაციას. სეანსის ხანგრძლივობა 40–50 წუთია. მდგრადი ეფექტის მისაღებად საჭიროა 4–7 სეანსის ჩატარება. ამ მეთოდის გამოყენებისას დისკომფორტს მხოლოდ ცვილოვანი ეპილაციით გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნებები ქმნის.    იხილე ვრცლად >>>>
..
..

Комментариев нет:

Отправить комментарий