пятница, 13 ноября 2015 г.

elos-epilacia

ელოს–ეპილაცია

ელოს–ეპილაცია კოსმეტოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული მეთოდია. იგი ეფუძნება ორი სახის ენერგიის ერთდროულად გამოყენებას; იგულისხმება სინათლისა და ელექტრული ენერგიის ურთიერთშერწყმა. ამ მეთოდის გამოყენებით კარგად უმკლავდებიან არა მარტო მუქ, არამედ ღია ფერისა და ფაფუკ თმებსაც.
რაც ყველაზე მთავარია, იგი არ იწვევს კანის დამწვრობას, შეწითლებასა და შეშუპებას. პროცედურის დაწყებამდე, სპეციალისტი ამზადებს კანს: ერთჯერადი საპარსით პარსავს და უსვამს სპეციალურ კრემს. დამუშავებულ ადგილზე უსვამს აპლიკატორს, რაც იწვევს უეცარ გახურებას. შედეგად, ადამიანი გრძნობს მცირე ჩხვლეტას.
კრემი შრება და ეპილაციის მსურველიც თავისუფალია! თუმცა, მას აუცილებლად აფრთხილებენ, რომ პროცედურიდან სამი დღის განმავლობაში არ უნდა წავიდეს აბანოში, საუნაში და არ გაიცალოს თმები მომდევნო სეანსამდე.    იხილე ვრცლად >>>>

..
..

Комментариев нет:

Отправить комментарий